სერგი კაპანაძე - 8 ნოემბერს იქნება საერთო ეროვნული აქცია, ჩვენი მოთხოვნაა, ვადამდელი არჩევნების ჩატარება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, 8 ნოემბერს დაანონსებული აქცია საერთო ეროვნული პროტესტი იქნება. როგორც კაპანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარება იქნება.

„ეს იქნება ყველა იმ ადამიანის აქცია, რომელიც უკმაყოფილოა ამომრჩეველზე მასშტაბური ზემოქმედების, გაყალბების და ძალადობის გამო, რაც თან ახლდა 31 ოქტომბრის არჩევნებს. ეს არ იქნება ცალკე აღებული რომელიმე პარტიის აქცია. ეს იქნება საერთო ეროვნული აქცია და მას არანაირი კავშირი არც ერთ პარტიასთან არ ექნება. ეს არის ხალხის უფლება, რომ გააპროტესტოს ის, რაც ხდება. ჩვენი მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნების ჩატარება იმ კონკრეტული წესების დაცვით, რომელიც ახლა იქნა დარღვეული და რაც მთავარია, არა იმ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, რომელმაც ახლა ეს ყველაფერი გააკეთა, ეს არის მოთხოვნა“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე, მასშტაბური აქცია დაანონსეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო