სერგი კაპანაძე - ჩემი პირადი აზრია, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდეთ, მაგრამ ჩვენთან ერთი ადამიანი არ წყვეტს, ამაზე გვექნება დისკუსია და გამოვაცხადებთ პოზიციას

თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მაშინ არანაირი მეორე ტური არ უნდა იყოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც 2020 წლის საპარამენტო არჩევნები შეაფასა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილებას, უნდა შევიდეს თუ არა პარტია პარლამენტში, დღეს 15:00 საათზე გამოაცხადებენ.

„ევროპულ საქართველოს“ არ მიაჩნია, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურია. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებმა ხალხის ნება გამოხატა, ამიტომ, ვიმოქმედებთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს გადაწყვეტილებას მივიღებთ იმასთან დაკავშირებით შევიდეთ თუ არა პარლამენტში.

ჩემი პირადი აზრია, რომ არ უნდა შევიდეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან ერთი ადამიანი არ წყვეტს არასდროს და არის კოლეგიალური გადაწყვეტილება, ამაზე გვექნება დისკუსია და 15:00 საათზე გამოვაცხადებთ პოზიციას. რაც შეეხება დანარჩენს, დანარჩენი არის ბიძინა ივანიშვილის ბოლომდე იზოლაციაში და მარტო დატოვება.

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ არჩევნები გაეყალბებინა ამ ფორმით. ეძალადა გარეთ, მოესყიდა ხალხი და ამის შესაბამის შედეგებს მიიღებს როგორც პროტესტის სახით, ისე საერთაშორისო და შიდა იზოლაციის სახით.

მგონია, რომ გადაწყვეტილება მეორე ტურზე არის საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მაშინ არანაირი მეორე ტური არ უნდა იყოს. ჩემი პირადი აზრია ეს ოღონდ და დანარჩენზე ვიმსჯელებთ პარტია, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად“,- განაცხადა კაპანაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს