ახალი ზელანდიის პრემიერმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯესინდა არდერნმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. მედიის ინფორმაციით, ჯესინდა არდერნმა განაცხადა, რომ ქვეყანას „წარმოუდგენლად მრავალფეროვანი“ მთავრობა ეყოლება.

პრემიერ-მინისტრმა თავის მოადგილედ ფინანსთა ყოფილი მინისტრი გრანტ რობერტსონი დაასახელა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტსაც შეინარჩუნებს. ქვეყნის საგარეო მინისტრის თანამდებობას ნანაია მაჰუტა დაიკავებს, რომელიც „მაორის“ საზოგადოების წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ მას ნიკაპზე „მაორის“ ტრადიცული სვირინგი აქვს.

ჯესინდა არდერნმა პარლამენტარი, „მწვანეთა პარტიის“ წევრი ჯეიმს შოუ კლიმატის ცვლილების მინისტრად დანიშნა, აღნიშნული პარტიის კიდევ ერთი კანონმდებელი მარამა დავიდსონი კი ოჯახური და სექსუალური ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს.

ახალი მთავრობის ფიცის დადების ცერემონია მიმდინარე კვირის პარასკევს გაიმართება. შეგახსენებთ, ახალ ზელანდიაში არჩევნები 17 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც ჯესინდა არდერნის „ლეიბორისტულმა პარტიამ“ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 49 % მიიღო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა