კორონავირუსით ინფიცირებული 230 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კლინიკაში 4 293 ადამიანი მკურნალობს, კოვიდ-სასტუმროში 2 236 პირია, 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, თვითიზოლაციაში კი 29 876 ადამიანი იმყოფება. დღეის მდგომარეობით, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411.

„4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 - აჭარაში, ხოლო 837 - თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 609, აჭარაში-1 419.

სულ 6 ოქტომბრის - 1 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 982 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, საიდანაც თბილისში - 2 867 პირი, აჭარაში - 13 341, იმერეთში - 3 813“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია