სერგი კაპანაძე - ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ სერიოზული პრობლემები იყო არჩევნების დღეს ძალადობასთან, მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, საერთაშიროსო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ყველა შემფასებელმა გააკეთა პოზიტიური კომენტარი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კოვიდის პირობებში, თუმა როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ყველა მათგანის განცხადებებში საუბარია სერიოზულ პრობლემებზე, როგორებიცაა ძალადობა, მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხელისუფლების მხრიდან.

„მე ჯერ არ მინახავს არცერთი შეფასება, გარდა სუამ-ის შეფასებისა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და თავისუფლად. ყველა შამფასებელმა გააკეთა ზოგადად პოზიტიური კომენტარი იმასთან დაკაშირებით, რომ კოვიდის დროს ჩატარდა არჩევნები და ყველა მათგანმა ასევე აღნიშნა, რომ სერიოზული პრობლემები იყო არჩევნების დღეს ძალადობასთან, მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებებში პირდაპირ იყო საუბარი, რომ პრობლემა არის მმართველი პარტიის და ხელისუფლების შერწყმა ერთმანეთთან. ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, რა დარღვევებზეც ვსაუბრობთ, ეს არის ყველაფერი ამის შედეგი. ჩვენ დღესაც, ხვალაც და ამ დღეებშიც კიდევ მრავალ ფაქტს გავასაჯაროვებთ, რათა კარგად გამოჩნდეს, რა მასშტაბი ჰქონდა ამ არჩვნებზე როგორც ზეწოლას, ისე მოსყიდვას და ისე ბიულეტენებით მანიპულაციას.“ - გნაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა