ბადრი ჯაფარიძე - პასუხისმგებლობა პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი უნდა იყოს

„ლელოს“ პოზიცია არის ძალიან ნათელი, ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს, - ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ასეთი შედგების ცნობა სრული უპასუხისმგებლობა იქნება.

„არჩევნების შედეგები არ გამოხატავს საზოგადოების განწყობებს და მათ ნებას. ეს არის დამახინჯებული შედეგები გამომდინარე იმ ძალადობიდან, იმ მოსყიდვიდან, იმ მუქარისგან, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს. ასეთი შედგების ცნობა იქნება სრული უპასუხისმგებლობა იმიტომ, რომ ეს არ არის სასარგებლო ქვეყნისთვის, არის დამაზიანებელი. ასეთ შედეგებზე დაყრდნობით პარლამენტის ჩამოყალიბება იქნება ქვეყნისთვის ზიანის მომტანი და გააღრმავებს კრიზისს, რომელშიც ახლა ვიმყოფებით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო