თინა ხიდაშელის შეფასებით, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა შეცდომა იქნება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, თუ დღევანდელი მონაცემების მიხედვით ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ, „ქართული ოცნება“ მუდმივად უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგება და აუცილებლად დაკარგავს. როგორც ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა შეცდომა იქნება.

„მე ზუსტად იმ აზრზე ვარ დღეს, რაზეც ვიყავი 2008 წლის მაისში, როდესაც ოპოზიციამ დაჭრა საპარლამენტო მანდატები და ოპოზიციის ნაწილი არ შევიდა პარლამენტში. ზუსტად იგივეს ვფიქრობ დღესაც. მაშინაც ეს იყო შეცდომა, დღეს კიდევ უფრო დიდი შეცდომა იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს გაცილებით უფრო დიდია ოპოზიციის სეგმენტი პარლამენტში, ვიდრე ეს მაშინ იქნებოდა, რომ შესულიყვნენ ის ადამიანები პარლამენტში. დღეს ოპოზიციის ჯამური რაოდენობა საქართველოს პარლამენტში იქნება ისეთი, რომ „ქართული ოცნება“ მუდმივად უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგება და აუცილებლად დაკარგავს ამ უმრავლესობას, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა იმ შემადგენლობით, როგორც დღეს რიცხვები გვიჩვენებს. მეორე ტურია წინ და იმედია, ეს შემადგენლობა კიდევ გაიზრდება“,- განაცხადა ხიდაშელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა