თინა ხიდაშელი - იმის მიუხედავად, რას ვფიქრობ მე და რა განწყობა მაქვს ამ არჩევნებზე, ეს არჩევნებიც ფორმალური თვალსაზრისით იქნება ლეგიტიმური

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, თუ ქვეყანაში რევოლუციური განწყობაა, საერთაშორისო ორგანიზაციებიც რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ თუ ასე არაა, ისინი გადამწყვეტი სიტყვის თქმას ერიდებიან.

ამასთან, როგორც ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას არჩევნების თაობაზე საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში საერთაშორსო მისიების ცოტა წარმომადგენელი იყო და პირველადი ინფორმაცია არ ჰქონდათ, უფრო თავშეკავებული განცხადებები გააკეთეს.

„სამწუხაროდ, ძალიან იშვიათი გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როგორ წესი, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები არის ხოლმე ისეთი, რომ არცერთი მხარის პოზიციონირება არ გამოჩნდეს მასში და მომავალში ყველამ გაითვალისწინოს შენიშვნები, რომელსაც ჩამოგვიწერენ ხოლმე. მაგალითად, გუშინ გვითხრეს, რომ გარემოს დაცვის საკითხებზე მეტი უნდა გემსჯელათო და ეს იქნება ზოგადი შენიშვნა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი არჩევნების დროს, თუ ქვეყანაში რევოლუციური განწყობაა, მაშინ საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამას აუბამენ ხოლმე მხარს და უკვე უფრო რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ მანამ, სანამ ეს არ არის, ისინი ერიდებიან გადამწყვეტი სიტყვის თქმას. არაფერი გასაკვირი არ არის. ეს საერთაშორისო მისიები კიდევ უფრო განსხავებული იყო ყველა სხვა დანარჩენისგან, რაც კი ოდესმე ყოფილა კოვიდის გათვალისწინებით იმიტომ, რომ უშუალოდ მათი წარმომადგენელი ქვეყანაში ძალიან ცოტა იყო და უშუალოდ პირველადი ინფორმაცია მათ არ აქვთ, ამიტომაც არიან კიდევ უფრო თავშეკავებულები საკუთარ განცხადებებში“,- განაცხადა ხიდაშელმა.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობას, ხიდაშელის შეფასებით, ეს არჩევნები ფორმალურად ლეგიტიმურად ჩაითვლება.

„არჩევნებზე იყო ძალიან ბევრი დარღვევა. დემოკრატიის წინააღმდეგ ამ საარჩევნო პროცესით ერთგვარი სპეცოპერაცია ჩატარდა, მაგრამ არჩევნების ლეგიტიმურად ან არალეგიტიმურად გამოცხადებას ორი მთავარი კომპონენტი აქვს. პირველი - თუკი ასეთად ის საერთაშორისო დამკვირვებლებმა გამოაცხადეს და ეს არ იქნება ამ შემთხვევაში, ხოლო მეორე - თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა არჩევნები არალეგიტიმურად, რაც ასევე არ იქნება ამ შემთხვევაში. ამიტომ იმის მიუხედავად, რას ვფიქრობ მე და რა განწყობა მაქვს ამ არჩევნებზე, ისივე როგორც რას ვფიქრობდი და რა განწყობა მქონდა 2008 წლის 7 იანვრის სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ისიც ჩაითვალა ლეგიტიმურად და სააკააშვილი 5 წელი პრეზიდენტი იყო, ეს არჩევნებიც ფორმალური თვალსაზრისით იქნება ლეგიტიმური“,- განაცხადა ხიდაშელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს