დავით ბერძენიშვილი - ჩვენთვის ადვილი არ არის ამ მანდატებზე უარის თქმა, მაგრამ „რესპუბლიკური პარტია“ ცალკე არ შევა პარლამენტში - საერთო შეთანხმება უნდა შედგეს

ჩვენთვის ადვილი არ არის ამ მანდატებზე უარის თქმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, „რესპუბლიკური პარტია“ ცალკე არ შევა პარლამენტში. საერთო შეთანხმება უნდა შედგეს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, თუმცა იქვე განმარტა, რომ მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს ერთი პირობა, რომ ეს უნდა იყოს საერთო შეთანხმება. სხვა შემთხვევაში ბერძენიშვილის განცხადებით, პარტია გადაწყვეტილებას თავისი რეპუტაციიდან გამომდინარე მიიღებს.

„ჩვენთვის არ არის ადვილი ამ მოპოვებული შედეგების დათმობა. ჩვენ რითი მოვიპოვეთ შედეგი? ჩვენი რეპუტაციით, თორემ ფული ჩვენ არ გვაქვს და ორგანიზაციული სისუსტე გვაქვს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩათვალა, რომ ბრენდი „რესპუბლიკელები“ - თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე სასარგებლოა მათთვის, სოლიდურობისთვის და შუაშისტებთან ურთიერთობისთვის. ბრენდი „რესპუბლიკელები“, ძმები ბერძენიშვილები - ეს ფაქტორი იყო, ამიტომ ჩვენ მოვიპოვეთ სამი მანდატი. ჩვენთვის ადვილი არ არის ამ მანდატებზე უარის თქმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, „რესპუბლიკური პარტია“ ცალკე არ შევა პარლამენტში. საერთო შეთანხმება უნდა შედგეს. გამორიცხულია ჩვენ მარტო შევიდეთ პარლამენტში, მაგრამ ჩვენი პირობა არის, რომ ეს უნდა იყოს საერთო შეთანხმება. თუ არ იქნება საერთო შეთანხმება, რაიმე გადაწყვეტილებას „რესპუბლიკური პარტია“ მაინც მიიღებს, ჩვენ რეპუტაციულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე მგონია, რომ არც ერთი პარტია მარტო არ შევა პარლამენტში. პარტიებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და პოლიტიკურ სპექტრზე იმიტომ, რომ არ ვიცი, მაგალითად, ოქრიაშვილი რას იზამს. ძალიან სასიამოვნოდ გამაკვირვებს თუ გამოდის პარალელურად და ლაპარაკობს სადმე კახა ოქრიაშვილი, უფრო იმედიანად ვიტყოდი ცეზარ ჩოჩელზე, რომ არ შევლენ პარლამენტში იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევა,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა