იაპონიის უდიდეს აეროპორტში იმ მგზავრებისთვის, რომლებიც ქვეყნიდან მიემგზავრებიან, კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ლაბორატორია გაიხსნა

იაპონიის ნარიტას საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებელი ცენტრი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ცენტრის მიზანი იმ მგზავრების შემოწმებაა, რომლებსაც თავიანთ დანიშნულების ადგილებზე ჩასვლამდე კორონავირუსის ტესტის პასუხი სჭირდებათ.

ტესტის პასუხის მიღება 6 საათშია შესაძლებელი, თუმცა, თვის ბოლოსთვის, ამ დროის 2 საათამდე შემცირება იგეგმება.

პროცედურის საფასურს დაზღვევა არ ფარავს და ტესტის ასაღებად მგზავრებს, შესაძლოა, 46 500 იაპონური იენის (444 აშშ დოლარი) გადახდა მოუწიოთ.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ჩასული მგზავრებისთვის კორონავირუსზე ტესტის გავლა აუცილებელია. აღნიშნული პროცედურა ქვეყნის სამ საერთაშორისო აეროპორტშია ხელმისაწვდომი.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 100 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1 773 ადამიანი დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა