შალვა შავგულიძე - ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმური არაა და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა, ყალბი სურათის შექმნა იქნება

ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმური არაა და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა, ყალბი სურათის შექმნა იქნება. პარლამენტს სრულ ბოიკოტს ვუცხადებთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არჩევნები, არც სამართლიანად ჩატარებულა და არც თავისუფალი შეიძლება ეწოდოს.

„შესაბამისად, ასე ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმური არაა და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა ეს იქნება, რაღაც მცდელობა, ლეგიტიმაციის ყალბი სურათის შექმნის. რასაც, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ და ამ პარლამენტს სრულ ბოიკოტს ვუცხადებთ! რაც შეეხება მეორე ტურს, ამ ხელისუფლების ჩატარებული პირველი ტური ვნახეთ, როგორიცაა და ამავე ხელისუფლების მიერ მეორე ტურის ჩატარება, ლეგიტიმურობის სურათის შექმნა იქნება და არც ამას არ ვაპირებთ. პარლამენტი ერთი ადამიანის მიერ შექმნილი თავყრილობა იქნება, რომელსაც არანაირი წონა არ ექნება,“ - განაცხადა შავგულიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო