დავით ბაქრაძე - საკუთარი პარტიის შეფასებას ყველა თვითონ გაახმოვანებს, მაგრამ ერთს დავამატებ, ოპოზიცია არის ერთიანი

კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ჟურნალისტის კითხვას - რა საკითხთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ მათთან კონსულტაციაზე „ლელოს“ წევრები: დავით უსუფაშვილი და ბადრი ჯაფარიძე.

როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ყველა პარტია თავად გაახმოვანებს თავის პოზიციას, თუმცა, აქვე დასძენს, რომ ოპოზიცია არის ერთიანი.

„საკუთარ პოზიციას თავად გაგაცნობთ ყველა პარტია, მე ვერ გავახმოვანებ „ლელოს“ და ვერც ერთი სხვა პარტიის პოზიციას. დღეს გითხარით „ევროპული საქართველოს“ ერთსულოვანი აზრი, ზოგადი განწყობა ოპოზიციაში ყველამ იცით, ზოგადი განწყობა და ერთსულოვანი შეფასება გახლავთ ის, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საკუთარი პარტიის შეფასებას ყველა თვითონ გაახმოვანებს, მაგრამ ერთს დავამატებ, ოპოზიცია არის ერთიანი. „ქართული ოცნება“ იბრძოდა ერთპარტიული მოგებისთვის, უნდოდა ერთპარტიული პარლამენტი და სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი საქართველოს ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, თუმცა, ამ პერიოდსაც, ამ პარლამენტსაც და ამ ხელისუფლებასაც მშვიდობიანად ძალიან სწრაფად დავასრულებთ,“- განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ხვალიდან „ევროპული საქართველო“ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგებს გამართავს.

„ჩვენ ხვალიდან გვექნება რეგულარული ბრიფინგები სადაც საზოგადოებას გავაცნობთ განსაკუთრებით თვალშისაცემ ფაქტებს გაყალბების, რომელიც პირდაპირ დაადასტურებს იმას, თუ რა მასშტაბის და როგორი სითავხედის გაყალბებასთან გვქონდა საქმე. გაყალბებაში მონაწილეობდა სახელმწიფო , პარტიული და კრიმინალური ინსტიტუტები, ამ სინქრონიზებული ქმედების შედეგად დადგა ის შედეგი, რაც დადგა,“- განაცხადა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა