გიორგი ვაშაძე - საერთო ოპოზიციური პოზიცია უნდა გვქონდეს, ვიხრებით იქით, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევიდეს პარლამენტში

უნდა გვქონდეს საერთო ოპოზიციური პოზიცია, ვიხრებით იქით, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევიდეს პარლამენტში,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშნებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ვაშაძის თქმით, მმართველმა გუნდმა ე.წ. სომხური კარუსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით გააკეთა და ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე ისაუბრებენ.

„ ისნის რაიონის 80 უბნიდან 80%-ში ბიულეტენები აკლია საარჩევნო უბანში. ეს ნიშნავს, რომ მასიურად ე.წ. სომხური კარუსელი გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”. სწორედ ფულის გადაცემის ვიდეოები, რაც ნაჩვენები გვქონდა, ამას ნიშნავს. ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რაც ახლა არის, ვაპირებთ ბრძოლას. მოვუწოდებ ყველას, რომ კვირას, 3 საათზე მოვიდეს რუსთაველზე, ყველა უნდა შევიკრიბოთ და საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილებები გვექნება”,- განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს