თინა ბოკუჩავა - არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს და მოვითხოვთ ახალ არჩევნებს, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში

ჩვენ, ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციას, გვაქვს ძალიან მტკიცე და მყარი პოზიცია, რომ ეს არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, ის არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბოკუჩავამ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა, ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

ამასთან, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის წინასწარი საბოლოო დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გამკაცრდება.

„უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ჯერ იყო წინასწარი დასკვნა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დასკვნა კიდევ უფრო გამკაცრდება. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ არ იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიც არის გაყალბება. რა თქმა უნდა, არჩევნები გაყალბდა და ამაზე არსებობს სრული კონსენსუსი ქვეყნის შიგნით, ისევე, როგორც ქვეყნის გარეთ. ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან, რომელიც არის კოორდინაციაში, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც.

ჩვენ, ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციას, გვაქვს ძალიან მტკიცე და მყარი პოზიცია, რომ ეს არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, ის არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს და მოვითხოვთ ახალ არჩევნებს, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. რაც შეეხება მეორე ტურს, ამაზე უახლოეს პერიოდში გაცნობებთ ჩვენს გადაწყვეტილებას",- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში ოპოზიციისა და ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შორის სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" შეხვედრა იმართება. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, ისინი ეუთო/ოდირს იმ დარღვევებს გააცნობენ, რასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა ადგილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს