გიორგი კახიანი - იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან როგორც საარჩევნო რეჟიმს, ისე შემდგომ საპარლამენტო ცხოვრებას

მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ეს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს, ეს არის ერთადერთი კონსტიტუციური, კანონისმიერი გზა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როცა საუბარია დარღვევებზე, ეს უნდა აისახებოდეს საჩივრებშიც, თუმცა, მთლიანობაში დაახლოებით 450 საჩივარია დაწერილი.

„სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად სცნო არჩევნების პირველი ტური, ამ ფონზე მათი პოზიცია აბსურდული ჩანს. იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან როგორც საარჩევნო რეჟიმს და შემდგომ უკვე საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღებენ მონაწილეობას. თუ თეორიულად ვიმსჯელებთ, რა მოხდება სამართლებრივად იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა, მოხდება ის, რომ არჩევნები შედგება, ჩატარდება მეორე ტურიც და პარლამენტის ფუნქციონირებასაც თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ ოპოზიცია მის ბლოკირებას მოახდენს, ვერანაირად ხელი ვერ შეეშლება. მაგრამ ეს არ არის მთავარი, მე ვფიქრობ, ხელის გადაწევის პრინციპით არ უნდა ვიმოქმედოთ, აქ მთავარია ის, რომ ოპოზიცია გონს მოეგოს. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. როცა საუბრობენ, რომ რაღაც დარღვევებს ჰქონდა ადგილი, საჩივრებში ხომ უნდა აისახებოდეს, რამდენადაც ინფორმირებული ვარ, დაახლოებით, 450 საჩივარია. თუმცა, ამას აქვს თავისი განხილვის ვადა, ჩავთვალოთ, რომ პროპორციული არჩევნები არის უკვე შემდგარი და იმავდროულად ლეგიტიმურად ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ,“- განაცხადა კახიანმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა