გიორგი კახიანი - პროპორციული არჩევნები ჩავთვალოთ, რომ უკვე შედგა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი

პროპორციული არჩევნები ჩავთვალოთ, რომ უკვე შედგა, ის ლეგიტიმურადაა ცნობილი, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ოპოზიციის მოთხოვნა, კონსტიტუციური ჩარჩოდან ამოვარდნილია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები ცალსახად უსაფუძვლოა.

„პროპორციული არჩევნები ჩავთვალოთ, რომ უკვე შედგა და ლეგიტიმურადაა ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ფაქტიურად ყველა დამკვირვებელმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა აღიარეს. რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, მეორე ტური ჩვეულებრივად ჩატარდება, ისინი მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტენ თუ არა, მეორე ტური შედგება და კიდევ უფრო წინ, რომ წავიდეთ პარლამენტის უფლებამოსილებაც შედგება. მათი მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლო და კონსტიტუციური ჩარჩოდან ამოვარდნილია. შემიძლია, ცალსახად დავაფიქსირო, რომ მათ მოთხოვნები უსაფუძვლოა. არჩევნები ჩატარდება კანონის მიხედვით და თუ ვინმე თვლის, რომ რამე დარღვევას ადგილი ჰქონდა, ამისათვის სასამართლო პროცედურები არსებობს. საჩივრებიც კი არაა დაწერილი, თქვენ იცით, რომ 3750 უბანია, თეორიულად შეიძლება ერთ უბანზე 100 საჩივარი და კიდევ მეტი დაიწეროს და მხოლოდ 450 საჩივარია დაწერილი, ანუ ამ საჩივრების თვალსაზრისითაც არ გამოირჩევა, რომ ვინმემ იფიქროს, არჩევნების არაკანონიერება. მათი მოთხოვნები, რომ უსაფუძვლოა, არა მხოლოდ ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო მეგობრებიც ამბობენ“, - განაცხადა კახიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა