ვახტანგ ხმალაძე - როგორი უარიც არ უნდა გამოუცხადოს ოპოზიციამ პარლამენტს, “ოცნების“ წარმომადგენლებს მათი უფლებამოსილების ცნობა არათუ შეუძლიათ, არამედ ვალდებულნი არიან ეს გააკეთონ

როგორი უარიც არ უნდა გამოუცხადოს ოპოზიციამ პარლამენტს, “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მათი უფლებამოსილების ცნობა არა თუ შეუძლიათ, არამედ ვალდებულნი არიან ეს გააკეთონ - ამის შემდეგ კი, პარლამენტი სრული უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი მუშაობა გააგრძელოს, - ამის თაობაზე კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ “პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მან აქვე განმარტა, რომ თუკი პარლამენტში შესული დეპუტატები გადადგომის განცხადებას დაწერენ, ხოლო პარტია საარჩევნო სიას საერთოდ გააუქმებს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 59 ადგილი ცარიელი იქნება.

“ის თუ პოლიტიკურად რამდენად ლეგიტიმურია პარლამენტი, სადაც წევრთა რაოდენობა 2/3-ზე ნაკლებია და წარმოდგენილი არ არის არც ერთი პარტია, გარდა პირველ ადგილას გასული პარტიისა... თან გავითვალისწინოთ, რომ ამ პარტიას 48%-იანი მხარდაჭერა აქვს და მან უნდა მართოს ქვეყანა ოთხი წლის განმავლობაში, პოლიტიკური თვალსაზრისით ასეთი პარლამენტის ლეგიტიმაცია ძალიან დაბალია. ამ ოთხი წლის განმავლობაში მუდმივად იქნება პოლიტიკური კრიზისის რისკი“, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა