ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსი შერჩევით და არჩევით ერჩის ორსულებს, ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ ორსულებს, გრიპის საწინააღმდეგო აცრის კულტურა გავზარდოთ

ვეცადოთ ნოემბრის განმავლობაში, განსაკუთრებით ნოემბრის 20-მდე, სანამ გრიპის ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვისაც ეკუთვნის, აიცრას,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა პოლიკლინიკაში, სადაც შესაბამისი კაბინეტებია, გრიპის ვაქცინა უნდა იყოს.

„გრიპის ვირუსი შერჩევით და არჩევით ერჩის ორსულ ქალბატონებს. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, ორსულებს გრიპის საწინააღმდეგო აცრის კულტურა გავზარდოთ. აუცილებელია ყველა ორსული აცრილი იყოს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. ქვეყანაში საკმარისი ვაქცინაა. თუ მიმართვიანობა იქნება უფრო მეტი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იზრუნებს კიდევ დამატებითი დოზების შესყიდვაზე.

დღეიდან, ყველა პოლიკლინიკაში, სადაც ამცრელი კაბინეტებია, გრიპის ვაქცინა უნდა იყოს. ამ კვირის განმავლობაში ეს მარაგები შეივსება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ გთხოვთ, ვეცადოთ ნოემბრის განმავლობაში, განსაკუთრებით ნოემბრის 20-მდე, სანამ გრიპის ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვისაც ეკუთვნის, აიცრას, რადგან ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტის გამომუშავებას დაახლოებით 10-14 დღე სჭირდება“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს