უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას უფლებამოსილების ვადა ეწურება, რის გამოც დღის წესრიგში კონკურსის გამოცხადება დადგა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადოს არაუგვიანეს სამი თვისა, როდესაც რომელიმე მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა გასდის. კონკურსი ახლა უკვე მზია თოდუას შემთხვევაში გამოვაცხადეთ და შემდგომში კიდევ დაგვჭირდება გამოცხადება“, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა. .

განაცხადების მიღება ელექტრონული ფორმით 3 ნოემბრიდან დაიწყება და 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს