ირანში კორონავირუსის 8 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 440 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 8 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 628 780-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 440 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 35 738-ს მიაღწია.

ცნობისათვის, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, ოქტომბრის დასაწყისიდან ირანის უმეტეს ნაწილში სკოლები, მეჩეთები, მაღაზიები და რესტორნები დაიხურა. დღეიდან კი ქვეყნის 25 ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ თეირანში, შესვლა და გამოსვლა აიკრძალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებამ დედაქალაქში, შესაძლოა, ორკვირიანი კარანტინი დააწესოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა