ბადრი ჯაფარიძე - "ქართული ოცნების" მხრიდან ერთადერთი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება საუბარი ვადამდელ არჩევნებზე - მზად ვართ, ამის თაობაზე მათთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ

ერთადერთი გამოსავალი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" მხრიდან იქნება საუბარი ვადამდელ არჩევნებსა და მისი თარიღის დანიშვნაზე, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დარღვევები იყო მასშტაბური.

რაც შეეხება უცხოელ დამკვირვებლებს, ჯაფარიძის თქმით, ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელის პოზიციაა, რომ ლეგიტიმურობის საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

"ჩვენი ამოცანაა, რომ "ქართული ოცნება" მიხვდეს, რომ ამ არჩევნების ლიგიტიმაციის მცდელობა გააღრმავებს კრიზისს. ერთადერთი გამოსავალი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" მხრიდან იქნება საუბარი ვადამდელ არჩევნებზე და მისი თარიღის დანიშვნაზე, ეს იქნება გამოსავალი ამ კრიზისიდან და ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები მათთან სწორედ ამის თაობაზე, ასევე ახალი არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის განახლებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, დარღვევებს აქვს მართლაც წარმოუდგენელი მასშტაბი, ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი ეუთოს მისიის ხელმძღვანელთან, ისინი აგროვებენ ინფორმაციას, გუშინ იყო წინასწარი განცხადება ეუთოს მისიის მხრიდან, მაგრამ ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა - არალეგიტიმურობის საკითხი არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხი,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, "ლელო" მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ინფორმაციისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში „ლელომ“ ხმების 3.15%-ი მიიღო და მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატის შეყვანას შეძლებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს