ლევან ხაბეიშვილმა სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ოქმებში არსებულ დარღვევებზე საჩივარი შეიტანა და კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ოქმებში არსებული დარღვევების შესახებ საჩივარი შეიტანა და კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს.

ხაბეიშვილის თქმით, არჩევნები გაყალბებულია და 5000-მდე ხმა დაკარგულია.

„ეს ოქმები უნდა ვაჩვენო და ვკითხო, ამის საფუძველზე გადაწყვეტილება როგორ მიიღო? ამ ნადღაბნზე, ამ სისულელეზე გადაწყვეტილება როგორ მიიღო? საერთაშორისო დამკვირვებლებს ინფორმაცია უნდა უნდა ჰქონდეთ. მეტად როგორ დავამტკიცო, აგერ მაქვს ოქმები. მათი ატვირთულია ეს ოქმები, მე ხომ არ შევავსე? ეს არის ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური ოქმები და აქ წერია ეს ნაგავი. მინიმუმ 5000 - მდე ხმა არის დაკარგული. წარმოუდგენელ გაყალბებასთან გვქონდა საქმე. ამ საჩივრებს ვაკეთებ მარტივი რაღაცის გამო, პირველი, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, მეორე - საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია და მესამე - ეს ხალხი არჩევნებთან აღარასდროს არ უნდა გავაკაროთ, მაქსიმუმ დავუტოვოთ ხმის მიცემის უფლება, რაც აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო