დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე - ეს ყველაფერი ხელმოცარული პოლიტიკოსების განცხადებებს უფრო ჰგავს - 2 წელიწადი ოპოზიციის უდიდეს ნაწილს პარლამენტში ვერ ვხედავდი და ვერც მათი საქმიანობა დავინახე

ეს ყველაფერი ხელმოცარული პოლიტიკოსების განცხადებებს უფრო ჰგავს, ვიდრე საქმეზე, პოლიტიკაზე, სამშობლოს და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალების განცხადებებს, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ ოპოზიციური ძალების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ისინი მანდატებზე და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

მათიკაშვილის თქმით, მთელმა მსოფლიომ, დამკვირვებლებმა, დიპლომატიურმა მისიებმა, საელჩოებმა თუ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა ხაზგასმით აღიარეს და თქვეს, რომ არჩევნები კონკურენტულ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

„ჯერჯერობით, სანამ პირველი სესია ჩატარდება, მე-9 მოწვევის პარლამენტი მოქმედებს და მინდა გითხრათ, რომ ლამის ნახევარი მოწვევა - 2 წელიწადი, ოპოზიციის უდიდეს ნაწილს პარლამენტში ვერ ვხედავდი და ვერც მათი საქმიანობა ვერ დავინახე. თუ ვინმე რამეს აკეთებს პარლამენტში, ეს არის „ქართული ოცნება“ და ეს გრძელდება დღესაც. ხელმოცარული პოლიტიკოსების განცხადებებს უფრო ჰგავს ეს ყველაფერი, ვიდრე საქმეზე, პოლიტიკაზე, სამშობლოს და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალების განცხადებებს. ეს მათ პოლიტიკურ სიმწიფეზე მეტყველებს. მათ შორის, როცა მთელმა მსოფლიომ, დამკვირვებლებმა ცალკე, დიპლომატიურმა მისიებმა ცალკე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების საელჩოებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ცალკეულმა პოლიტიკოსებმა ხაზგასმით აღიარეს და თქვეს, რომ არჩევნები კონკურენტულ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, მიუხედავად გამოწვევისა, იმ გამოწვევებისა, რომელიც სამწუხაროდ, ქართულ არჩევნებს ახლავს და ეს არახალი მოვლენაა ქართულ რეალობაში. თუმცა, ისიც ითქვა, რომ ყოველ არჩევნებზე ხდება გაუმჯობესება საარჩევნო გარემოსი და ისიც მოგვიწოდეს ჩვენმა პარტნიორებმა, ახლა დროულად შეიკრიბეთ პარლამენტში, იმუშავეთ საარჩევნო კანონმდებლობაზე, რომ შემდგომი არჩევნები კიდევ უფრო კონკურენტული იყოს, ვიდრე დღესო.

ჩვენ მუდმივად გვესმის სპეკულაციები, 2012 წლის შემდეგ ვაკვირდები საარჩევნო პროცესებს და ყოველთვის, არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომაც, მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი პარტიები მარცხდებიან „ქართულ ოცნებასთან“, წინა საარჩევნოდაც იციან მათ ანგარიშები და საკუთარი რეიტინგები, ხოლო როცა არჩევნების შემდეგ რეალობას აწყდებიან და რეალობის წინაშე დგებიან, ამ თემაზე მანიპულაცია არ წყდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა