სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ იქნება მარტო და ერთპარტიულ პარლამენტს საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნება - ეს სადღეგრძელოებისა და დითირამბების პარლამენტი იქნება

„ქართული ოცნება“ პარლამენტში იქნება მარტო და ერთპარტიულ პარლამენტს საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნება - ეს სადღეგრძელოებისა და დითირამბების პარლამენტი იქნება, - ამის თაობაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„ეს ისეთი ტიპის ბოიკოტი არ იქნება, როცა პარლამენტში ხარ და სხდომებს არ ესწრები. ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ. პირველ სხდომაზე უფლებამოსილებას ცნობენ. ამის შემდეგ ჩვენ საარჩევნო სიას დავხურავთ და პარლამენტში „ევროპული საქართველოდან“ არცერთი პარლამენტარი არ იქნება. ასეთი პარლამენტი უნდოდათ?! - კი, ბატონო!“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძის აზრით, „არჩევნების მოპარვა გამოიწვევს ხალხმრავალ აქციებს“. მისივე თქმით, პარლამენტის მანდატი და სკამი არანაირ ღირებულებას არ წამოადგენს, თუ ეს მეტ-ნაკლებად ხალხის ნებას არ ასახავს.

„ივანიშვილი ვერ მიიღებს შედეგს, რისი მიღწევაც მას სურდა, რომ ჰქონოდა გაყალბების გზით შექმნილი პარლამენტი და მისი ლეგიტიმურობა აღიარებული ყოფილიყო. დარღვევები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც იყო, მაგრამ მაშინ მეტ-ნაკლებად ხალხის ნება ასახული იყო. მაშინ მეტ-ნაკლებად გასაგები იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო. ახლა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგო!“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამირან სალუქვაძე - პოლიტიკური კულტურის ამაღლების გარეშე დავდგებით კოალიციების საჭიროების წინაშე, რაც ქვეყანას პერმანენტულ ქაოსურ პროცესებში გადაიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების დანერგვა
"ლიბერთი ბანკი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და "ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტი "ტოიოტა ცენტრ ბათუმს" ესტუმრნენ
Hotsale.ge-ის აქცია - დამატებით 20%-მდე დანაზოგი ტექნიკასა და სასტუმროებზე „კრედო  ბანკის“ განვადებით სარგებლობისას
ქობულეთში შატოს ტიპის ახალი კომპლექსი „შატო კვირიკე“ გაიხსნა
„მაკდონალდსის“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება