სერგი კაპანაძე - მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა, „ბიძინას  კარუსელი“ იყო

მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა, „ბიძინას კარუსელი“ იყო, - ამის თაობაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კაპანაძე ირწმუნება, რომ სახელისუფლო პარტიამ ადამიანები იყიდა, დააშინა და მათ ნებაზე კონტროლი განახორციელა, ხოლო ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები ხალხის ნებას არ ასახავს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვასა და ზეწოლას 2016 წლის არჩევნების დროსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა 31 ოქტომბრის არჩევნებისგან განსხვავებით, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ საკმარისი მანდატები მიიღო.

„ბიძინას კარუსელი ასეთია: - კონკრეტულ ადამიანს ეუბნებიან, რომ უნდა მოგვცე ხმა, თორემ შენზე იქნება მუქარა ან ეუბნებიან, რომ უნდა მოგვცე ხმა და მოგცემთ ფულს. თუ ამას გაკონტროლების კონკრეტული მექანიზმები არ მოჰყვა, ადამიანი შეიძლება ხმის მიცემას დაპირდეს, ფული აიღოს, მაგრამ ხმა არ მისცეს. ამიტომ გაკონტროლების მექანიზმი მოიფიქრეს, რომელიც ორ რამეში გამოიხატება. პირველი, უბანზე იდგა ადამიანი, ვინც ამოწმებდა, თუ როგორ შემოხაზა პირმა „ქართული ოცნება“. არაერთი ფაქტი ვნახეთ, როცა ხმის მიცემის ფარულობა არის დარღვეული - გამოდიან და საარჩევნო ბიულეტენს აჩვენებენ, თუ ვინ არის შემოხაზული. ყველაზე მთავარი, როგორც ჩანს, „კარუსელის“ ასეთი გზა მოიგონეს: - უბანზე ერთი ადამიანი შედის, რომელიც ურნაში ცარიელ კონვერტს აგდებს. ამოღებულია მასიურად ცარიელი კონვერტები! ბიულეტენი გარეთ გამოაქვს, 41 გარეთ ხაზავენ, მოდის შემდეგი ადამიანი, რომელსაც ამ შემოხაზულ ბიულეტენსა და ფულს აძლევენ. ის ამას ურნაში აგდებს და თავისი ცარიელი ბიულეტენი გამოაქვს. ასეა მასიურად“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძემ აქვე აღნიშნა, რომ ვაკის დაახლოებით 40 საარჩევნო უბანში აღმოჩენილია საარჩევნო უბნებში ჩაყრილი 150 ცარიელი საარჩევნო ბიულეტენი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის