ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კომისიის თავმჯდომარემ მასთან პირადი საუბრისას დაადასტურა, რომ ოლქების უმეტესობაზე იყო მნიშვნელოვანი დარღვევები

„ნაციონალური მოძრაობის“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის თამჯდომარეს შეხვდა.

ხაბეიშვილის განცხადებით, კომისიის თავმჯდომარემ მასთან პირადი საუბრისას დაადასტურა, რომ ოლქების უმეტესობაზე იყო მნიშვნელოვანი დარღვევები.

„სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღიარა, რომ ოლქების უმეტესობაზე იყო მნიშვნელოვანი დარღვევები და ის, რომ 97-ე უბანი არის კატასტროფა. 86 ხმიდან 286 ხმა რომ აღმოჩნდა სოზარ სუბარის, ესეც თქვა რომ კატასტროფაა და შეიძლება გააუქმოს კიდეც. ასევე, თქვა, რომ კიდევ ბევრია ასეთი საარჩევნო უბანი. მისი განცხადებით, მისთვისაც შოკისმომგვრელია და წუხს, იმ ათეულობით ოქმის პრობლემაზე, რომელიც ნამდვილად არის ამ რაიონში. რაც იქ მოყვა, იმას სხვაგან ვერ იტყვის, ეჭვი მაქვს, რომ მასზე ზეწოლა გაგრძელდება და შეცვლის თავდაპირველ ჩვენებას“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ კანონი იზეიმებს და მხოლოდ ქართველი ხალხი აიძულებს „კრიმინალურ ოცნებას“ უკან დახევას.

„მოლოდინი, რომ ვინმეს ნამუსის ძარღვი გაეხსნება და კანონი იზეიმებს, ეს ასე არ იქნება. ეს იქნება ერთადერთ შემთხვევაში, თუ ქართველი ხალხი აიძულებს კრიმინალურ ოცნებას უკან დახევას. ოლქის თავმჯდომარე არ იღებს შედეგებს, ქალი გაოგნებულია და ჩვენ რანაირად უნდა მივიღოთ? როდესაც ჩატარდება სხდომა, სადაც თავადაც ხელი უნდა მოაწეროს, იმ სხდომას აუცილებლად დავესწრები. 121 საარჩევნო უბნიდან საუბარია მინიმუმ 5000-7000-მდე ხმაზე, რომელიც მოგვპარეს პირდაპირი მნიშვნელობით როგორც მაჟორიტარულ, ასევე პროპორციულ ოლქში. საუბარია ათასობით ხმაზე, რომელიც რადიკალურად ცვლის საარჩევნო პროცესებს სამგორის რაიონში და დარწმუნებული ვარ, ასეთივე განუკითხაობა იყო აბსოლუტურად ყველა ოლქში. წარმოიდგინეთ დედაქალქში რომ ეს ხდება, რაიონებში როგორი თავგასულები იქნებიან?“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა