„ქართული მარში“ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავს

“ქართული მარში” “ქართული ოცნების” ოფისთან აქციას მართავს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა.

“უნდა ჩატარდეს არა ვადამდელი, არამედ ხელახალი არჩევნები. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება და ყველა პოლიტიკური ძალა ვალდებულია დაამტკიცოს, რომ პირადი მერკანტილური ინტერესით კიარ მოქმედებს, არამედ ემორჩილება ქართველი ერის ნებას. ჩვენ ვუერთდებით გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს, თუმცა ჩვენ სხვა სამოქმედო გეგმა გვაქვს”, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, “ქართული მარშის” წარმომადგენლები რამდენიმე დღეში მიმართავენ უკიდურესი პროტესტის ფორმას და დაიწყებენ შიმშილობას კანცელარიასთან.

ასევე, “ქართული მარშის” წევრები “ქართული ოცნების” ოფისში შესვლას და ირაკლი კობახიძესთან და მამუკა მდინარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემთხვევაში მათ დავუმტკიცებ, რომ გამყალბებლები არიან. დავუდებ დამამტკიცებელ ოქმებს. ირაკლი კობახიძე შენ ჩიჩილაკიც არა ხარ, გამოდი”, - აცხადებს აქციაზე პარტიის ლიდერი სანდრო ბრეგაძე.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო