ირმა ინაშვილი მხარდამჭერებს 7 ნოემბერს „თავისუფლების მოედანზე“ შეკრებისკენ მოუწოდებს

“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მხარდამჭერებს 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

“პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით იწყებს.

“7 ნოემბერს, საღამოს 5:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ველოდებით ყველა ჩვენს მხარდამჭერს და ჩვენს ამომრჩევლებს! ვხსნით საპროტესტო აქციებს და ეს აქციები არ დასრულდება მანამდე, სანამ ხელისუფლება არ დანიშნავს განმეორებით არჩევნებს.

ვმოქმედებთ დამოუკიდებლად!!! იმედია, ყველას ესმის, რასაც ვგულისხმობ!“, - წერს ინაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა