„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მთელი ქვეყნის მასშტაბით 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჩივრები დაიწერა საოლქო კომისიების უმრავლესობაში, კერძოდ 30-დან 19 ოლქში.

„ 60 უბანში შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა დათვლა მოვითხოვეთ, რადგან ოქმებში დარღვეულია ბალანსი საარჩევნო ყუთში მოხვედრილ, გაბათილებულ ბიულეტენებსა და არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს შორის;

მარნეულის #13.22.65 უბანში კი შედეგის გაბათილება მოვითხოვეთ, რადგან ჩვენი დამკვირვებლის მიერ გადაღებული ვიდეომტკიცებულებით (bit.ly/2TIpW5E) დასტურდება გაყალბების, კერძოდ კი ერთი და იგივე პირის მიერ ხმის არაერთგზის მიცემის ფაქტი - ამ ფაქტთან დაკავშირებით ორგანიზაცია ასევე გეგმავს გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს.

ორგანიზაციამ ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სულ 2 500-მდე უბნის პროპორციული ოქმების შედეგები შეამოწმა, მათ შორისაა თბილისის ყველა და რეგიონების ყოველი მეორე საარჩევნო უბანი.

შესაბამისი საჩივრები 2 ნოემბერს, გასაჩივრების ვადების დაცვით 19-ვე საოლქო კომისიას

ჩაბარდა“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრები 2 კალენდარული დღის ვადაში უნდა განიხილონ. ხოლო მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა