ფოთის საოლქო კომისიამ 14 საჩივრიდან 4 დააკმაყოფილა

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები განიხილეს. კომისიაში სულ 23 საჩივარი არის შესული, თუმცა დღეს მხოლოდ 14-ის განხილვა მოხდა. აქედან კომისიამ 4 დააკმაყოფილა.

,,საოლქო საარჩევნო კომისიაში 23 საჩივარი შემოვიდა, დღეს განვიხილეთ მხოლოდ 14 . აქედან 10 არ დაკმაყოფილდა, 4 - დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება სხვა საჩივრებს ნაწილს გაეცემა წერილობითი პასუხი და ნაწილი წავიდა განუხილველში.

არის კიდევ საჩივრები, რომლებიც განიხილება ხვალ და ზეგ.

საჩივრები იყო ძირითადად ფუნქციების დარღვევასთან დაკავშირებით. ასევე იყო აგიტაციასთან დაკავშირებით, შესაბამისად მოხდა რეაგირება და კომისიამ მიიღო ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება“, - განაცხადა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაიამ.

კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დავით ხომერიკმა.

მისი თქმით, ეს არის წინასწარ დადგმული ფარსი და მასში მონაწილეობის მიღების სურვილი არა აქვს.

„რაც აქ ხდებოდა, იყო ფარსი. არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა. საჩივრები ძირითადად შეეხებოდა ისეთ დარღვევებს, როგორიც არის: თავმჯდომარის მიერ ზეწოლა კომისიის წევრებზე, კომისიის დამკვირვებლებზე, წარმომადგენლებზე, ასევე იყო საარჩევნო აგიტაციებთან დაკავშირებული საჩივრები, მაგრამ ძირითადად საჩივრები გახლდათ იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის რამდენიმე თავმჯდომარემ თავისი ნებით, კანონის დარღვევით, გადაანაწილა ფუნქციები და მოამზადა წინასწარი პირობა არჩევნების გაყალბებისთვის. არც კი განიხილეს ეს საკითხი და ამის გამო პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა“, - განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დავით ხომერიკმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის