ხათუნა ლაგაზიძე - „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ მისთვის ხარაკირის ტოლფასია, თუ 90 მეზღაპრის ამარა დარჩა - შეიძლება ინდივიდუალურად დაიწყოს მუშაობა ოპოზიციის წევრებთან, რაც მას კიდევ ერთხელ აახევს სახეს

„ქართული ოცნება“ ხვდება, რომ მისთვის მართლაც ხარაკირის ტოლფასია, თუ ის 90 მეზღაპრის ამარა დარჩა პარლამენტის შენობაში და გააკეთებს ყველაფერს - შესაძლებელსა და შეუძლებელს იმისთვის, რომ ეს საერთო ოპოზიციური ერთობა ჩამოშალოს,- ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ამასთან, როგორც ლაგაზიძე აღნიშნავს, თუ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, პარტიების სხვა წევრები ჩაანაცვლებენ, „ეს კიდევ ერთხელ აახევს სახეს „ქართულ ოცნებას“.

„შეიძლება თუ ლიდერებთან არაფერი გამოუვა, ინდივიდუალურად დაიწყოს მუშაობა პარტიის წევრებთან. მაგრამ ეს უკვე თავად პარტიის ლიდერების საქმეა, მათ უნდა მოახდინონ პრევენცია, მათი ღირსების საქმეა. მათ უნდა მოახდინონ ამის გადაზღვევა. მეორე თემაა კიდევ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას ნაცვლად ვიღაც ცისმარი ღობეგლეჯიაშვილი თუ მოგვევლინა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით დეპუტატად ან იგივე ლოგიკით რომელიმე სხვა პარტიის ლიდერი ვიღაცამ ჩაანაცვლა, ეს კიდევ ერთხელ აახევს სახეს „ქართულ ოცნებას“ და 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უკვე პარლამენტში ფულით ყიდულობს დეპუტატებს“,- განაცხადა ლაგაზიძემ.

გარდა ამისა, ექსპერტის შეფასებით მმართველმა გუნდმა თავი გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიგდო.

„ქართულმა ოცნებამ“ გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი და ჩააგდო საქართველოც იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვდაგავართ ისეთი რეალობის წინაშე, როდესაც პარლამენტს მიღმა შეიძლება შეიქმნას ალტერნატიული პარლამენტი. იმ ამომრჩეველმა რა ვქნათ, ვინც ოპოზიციას მივეცით ხმა? მათივე გაყალბებული ოქმებით საზოგადოების 52%-ია, ვინც ხმა ოპოზიციას მისცა. მათი ინტერესები ხომ უნდა იყოს დაცული, როგორ უნდა დაიცვან? უნდა დაიცვან ქუჩაში“,- განაცხადა ლაგაზიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს