ნიკა მელია გუბაზ სანიკიძეს - ბიძინას თამაშს თამაშობ შენ, უნამუსო შენა, ამხელა კაცი ხარ, სად რა უნდა თქვა, პირველ რიგში, ეს უნდა იცოდე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს არცერთი მათგანის არ ეშინია და დადგა, დრო რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს.

"ოპოზიციამ ორიანზე ჩავატარეთ არჩევნები, შვიდი შტაბი გვქონდა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, როცა შეგვეძლო ერთი დიდი შტაბი გვქონოდა. არ დაიჯეროთ, არცერთი ჩვენთაგანის არ ეშინია ბიძინას. სამჯერ მეტი რომ დავჯდეთ, არცერთი ჩვენის, ჩემი ჩათვლით არ ეშინია. დგას ერთი დიდი კითხვის ნიშანი, ვისი ეშინია ბიძინა ივანიშვილს? - ბიძინა ივანიშვილს დედამიწაზე ერთი კაცის ეშინია, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. არ დადგა დრო, რომ ჩამოვიდეს სააკაშვილი და ჩაერთოს ამ საქმეში?“,- განაცხადა სანიკიძემ.

აღნიშნულზე ნიკა მელიამ სანიკიძეს უპასუხა, რომ მას ოპოზიციაში ხინჯი შეაქვს.

„თქვენი არ ეშინია ბიძინას რაა“,- მიმართა გუბაზ სანიკიძემ ნიკა მელიას, რასაც ნიკა მელიას მხრიდან რეპლიკა მოჰყვა: „მართლა მოგზავნილი ხომ არა ხარ, რა გინდა რა, რას ემსახურება ეს?“.

„ვის უნახიხარ ბრძოლის ველზე, გამოდიხარ და მორალს კითხულობ“,- აღნიშნა მელიამ, ამის პასუხად კი გუბაზ სანიკიძემ განაცხადა: „შენ რა იცი ბრძოლის ველი რა არის, რამ დაგაკომპლექსათ ამ მიშა სააკაშვილმა, რა გეშინიათ სულყველას“.

ამის შემდეგ ნიკა მელიამ სანიკიძეს უთხრა, რომ მასთან საუბარი არ უნდა, რადგან „იქცევა, როგორც პროვოკატორი".

"რამ გამოიწვია განერვიულება, რა ვთქვი, რომ სააკაშვილი დროა, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, ბიძინა ივანიშვილს ვერ ვერევით. ერთობა რატომ იშლება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით, ეს მითხარით რაა",- დასძინა სანიკიძემ.

„გუშინ სად იომე, რომელ უბანთან იდექი, რომელი მუშტი მოგხვდა, რომელი ხმა დაიცავი, რა გააკეთე“, - მიმართა ნიკა მელიამ გუბაზ სანიკიძეს, რაზეც სანიკიძემ მელიას უპასუხა: "მთელი დღე ოფისიდან არ გამოსულხარ“.

„ბიძინას თამაშს თამაშობ შენ, უნამუსო შენა, ამხელა კაცი ხარ, სად რა უნდა თქვა პირველ რიგში ეს უნდა იცოდე... ხან ბიძინას აქებ, ხან მიშას აქებ, ხან პეტრე შეაქე, მიშაზე მეტი მიშისტი ხარ და ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მტრები? წადი, შვილო სახლში, დაიძინე, ჭამე “,- მიმართა მელიამ სანიკიძეს, რაზეც გუბაზ სანიკიძემ უპასუხა, „გაასწორე ლაპარაკი, შვილო მოიკითხე, მართლა შენ...“.

საბოლოოდ ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე სტუდიიდან გავიდნენ.

იხილეთ ვიდეო: ნიკა მელია გუბაზ სანიკიძეს პირდაპირ ეთერში სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს