ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევთან ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად იქნა განხილული,“- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი 1 ნოემბერს, პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის კი - 2 ნოემბერს გაიმართა.

შეგახსენებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა, რის შემდეგაც მთიან ყარაბაღში ცეცხლი არ წყდება. კონფლიქტს, ორივე მხრიდან, ასობით ადამიანის, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების, სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა