საფრანგეთში კორონავირუსის 52 518 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

საფრანგეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 52 518 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 466 433-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევები რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

ამასთან, საფრანგეთში ვირუსს კიდევ 416 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 37 435-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა 152-ით გაიზარდა, რაც, ბოლო 4 თვის განმავლობაში დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებებში, საერთო ჯამში, 3 730 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ.

ცნობისათვის, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით საფრანგეთი მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთში კორონავირუსის 52 518 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა