დონალდ ტრამპი - აშშ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ევროპის გვერდით დგას

ვლოცულობთ ვენაში მცხოვრები ხალხისთვის ევროპაში მომხდარი კიდევ ერთი საშინელი ტერორისტული აქტის შემდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

„უდანაშაულო ხალხის მიმართ განხორციელებული ეს ბოროტი თავდასხმა უნდა შეწყდეს. ტერორიზმის, მათ შორის რადიკალი ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატები ავსტრიის, საფრანგეთისა და მთელი ევროპის გვერდით დგას“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ვენაში, სინაგოგასთან ახლოს, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც, დაღუპულია სულ მცირე 2 და დაშავებულია 15 ადამიანი. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კუცმა ფაქტს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა და განაცხადა, რომ ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცავები კიდევ ერთ თავდამსხმელს ეძებენ.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი - აშშ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ევროპის გვერდით დგას

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს