საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით Startup Touch გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით სტარტაპებისთვის პირველი რეგიონალური შეხვედრა Startup Touch გაიმართა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიებამ 50-მდე სტარტაპის დამფუძნებელი და საერთაშორისო დონის ინვესტორები, აქსელერატორები და კომპანიები გააერთიანა.

„ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სტარტაპებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ბიზნესის ზრდაზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დაკავშირება ერთმანეთთან, საქართველოს წარმოჩენა, როგორც ახალი და კარგი ბიზნეს გარემო ანტრეპრენერებისათვის და ინვესტორებისთვის. ღონისძიების მსვლელობისას ბიზნესების დამფუძნებლებმა და დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს ცხრა ვორქშოპში, რომლებსაც ატარებდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: 500 Startups, Google Launchpad, Funderbeam, Start - Business Solutions, Blue Lake Accelerator, Genesis Investments, lemlist.com და Rimon Law. ამასთან ერთად ორი დღის განმავლობაში 250-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, სტარტაპებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებისგან პროფესიული რჩევები მოესმინათ. ღონისძიების პარტნიორების დახმარებით კი ბიზნესმეწარმეები ინვესტორებს შეხვდნენ. ღონისძიების მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე ვირტუალურ გამოფენაზე საკუთარი პროექტები გამოეტანათ და საერთაშორისო ინვესტორების, GITA-ს, Emerging Europe-ს, Overkill Ventures-ს, Funderbeam-ს, Rockstart Accelerator-ს, Techstars Israel-ს, Tera Ventures-ს and 500 Startups-ის წარმომადგენლებისთვის შეეთავაზებინათ.

Touch გეგმავს თავისი საქმიანობის მეხუთე წელს ჩაატაროს Touch Digital Summit 2020, რომელიც 20-29 ნოემბერს ასევე დისტანციურად ჩატარდება. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: Onesoul.io, ბილაინი, “საქართველოს ბანკი”, Caucasus Business Week”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა