ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი - ვენაში მომხდარი თავდასხმების უკან სულ მცირე ერთი ისლამისტი ტერორისტი დგას

ვენაში მომხდარი თავდასხმები სულ მცირე ერთმა ისლამისტმა ტერორისტმა განახორციელა, - ამის შესახებ ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიციამ მძიმედ შეიარაღებული თავდამსხმელის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე იყო.

„გუშინ საღამოს თავდასხმა მინიმუმ ერთმა ისლამისტმა ტერორისტმა განახორციელა”, - განაცხადა კარლ ნეჰამერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ დამნაშავეების რაოდენობა მეტი იყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვენაში 1 000-მდე პოლიციელია დისლოცირებული.

ცნობისათვის, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, სულ მცირე 15 დაშავებული კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა