რელიგიის საკითხთა სააგენტო შიიტ მუსლიმებს ალაჰის უკანასკნელი მოციქულის, წინასწარმეტყველ მუჰამადის ქვეყნად მოვლენის დღეს ულოცავს

დღეს შიიტი მუსლიმები ალაჰის უკანასკნელი მოციქულის, წინასწარმეტყველ მუჰამადის ქვეყნად მოვლენის დღეს ზეიმობენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ტრადიციული მუსლიმური ბიოგრაფების მიხედვით, მუჰამადი დაახლოებით, 570 წელს მექაში დაიბადა და 632 წლის 8 ივნისს მედინაში, თანამედროვე საუდის არაბეთის ჰიჯაზის რეგიონში გარდაიცვალა.

რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, ასევე, იმამ ჯაფარ ას-სადიკის - წინასწარმეტყველ მუჰამადის შთამომავლის, ღვთისმეტყველის, ქვეყნად მოვლენის დღე აღინიშნება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მათ დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა