მედია - ვენაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გუშინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავსტრიულ მაუწყებელ ORF-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 4 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი თავდამსხმელია.

სააგენტო „ფრანს-პრესი“ კი იუწყება, რომ სამართალდამცავებმა ვენაში რამდენიმე სახლი გაჩხრიკეს და რამდენიმე პირიც დააკავეს.

ცნობისათვის, ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა დღეს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვენაში მომხდარი თავდასხმები სულ მცირე ერთმა ისლამისტმა ტერორისტმა განახორციელა. მისივე თქმით, პოლიციამ მძიმედ შეიარაღებული თავდამსხმელის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა