სერგი კაპანაძე - ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, სამი ტიპის მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არჩევნებზე რამდენიმე „შემაშფოთებელი ტენდენცია გამოვლინდა”.

კაპანაძის თქმით, ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.

“მინდა ვისაუბრო სამი ტიპის მნიშვნელოვან დარღვევაზე, რომელიც გამოჩნდა ჩვენი კვლევის შედეგად. არის შემთხვევები, როდესაც პირდაპირ არის ბიულეტენები გადაკეთებული. მარნეულის ერთ-ერთ უბანში, სადაც თავდაპირველად შედგენილ ოქმს ხელი მოაწერეს ჩვენმა წარმომადგენლებმა და წამოიღეს, შემდეგ, ოლქში ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ამ ოქმებზე ერთიანი იქნა ოთხიანად გადაკეთებული, ხუთიანი - რვიანად და დამატებით 300 ხმა მიიღო ზაურ დარგალმა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს 206 უბანი, რომელშიც უფრო მეტი ბიულეტენი არის ჩაყრილი ურნაში, ვიდრე ამომრჩეველი მივიდა. ეს უბნები უნდა იყოს გაუქმებული, ეს არის უბრალოდ ჩაყრილი ბიულეტენები და მას სამართლიან არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს. გარდა ამისა, ამ არჩევნებზე გამოიყენებოდა კონკრეტული ტიპის “კარუსელები”, რომელსაც მე ვუწოდებ „ბიძინას კარუსელებს“. სქემა მუშაობდა შემდეგნაირად - კონკრეტულ ადამიანზე მიმდინარეობდა ან ზეწოლა ან მისი მოსყიდვა, რომ ხმა მიეცა “ქართული ოცნებისთვის”, მაგრამ მოსყიდვას აქვს ის პრობლემა, რომ შემდეგ ვერ კონტროლდება რეალურად ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ამიტომ ასეთი სქემა ჰქონდათ - ერთ-ერთი ადამიანი „ქართული ოცნებიდან“ შედიოდა უბანზე, იღებდა ბიულეტენს, ცარიელ კონვერტს აგდებდა ურნაში და ცარიელი ბიულეტენები გამოჰქონდა გარეთ. შემდეგ „ოცნების“ შტაბში ამ ბიულეტენებზე 41 ნომრის ხაზავდა, იღებდა უკვე შემოხაზულ ბიულეტენს, აბრუნებდა უკან და აგდებდა ურნაში. მოკლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 969 უბანზე იყო დატრიალებული ე.წ „კარუსელი“ და თვითონ „კარუსელების“ რაოდენობა არის დაახლოებით 8400. 8400 „კარუსელი“ ნიშნავს იმას, რომ 8400 ცარიელი კონვერტი ეგდო ამ ურნებში. ყველა ამ შემთხვევაზე ჩვენ ვითხოვთ უბნების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას, შეუძლებელია ასეთი არჩევენები ჩაითვალოს სამართლიანად“, - განაცხადა კაპანაძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო