სომხეთში კორონავირუსის 1 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 22 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 94 776-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 413-ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 57 599 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს