ირაკლი ოქრუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერავინ განდევნის

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერ განდევნის ვერავინ, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი საჭირო ქართულ პოლიტიკაში.

ამასთან, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთიანობას ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებს.

„პირველი და მნიშვნელოვანია შეთანხმება, რომელზეც დღეს ხელს ვაწერთ, პარლამენტში არ შევა არავინ, თავისთავად, ვინც ხელს მოაწერს. შეიძლება გამონაკლისი იყოს. არ ვიცი, ყველა ვართ თუ არა ამაზე ჩამოყალიბებული. იქნება საკმაოდ მკაცრი პროტესტი კანონის ფარგლებში იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ დავანიშნინოთ ვადამდელი ხელახალი არჩევნები...

მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ერთსულოვნება, რომელსაც შევინარჩუნებთ ნებისმიერ ფასად. ასევე, საზოგადოების მხარდაჭერა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. დარღვევების ის მასშტაბი და ფაქტები, რაც ჩვენ ხელთ არსებობს, მიწოდებული იქნება მათთვის და მათ სრული სურათი ექნებათ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი გავლენა და რესურსები აქვს.

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერ განდევნის ვერავინ, იმიტომ, რომ მას თავისი გავლენა და რესურსები გააჩნია, 26% მიიღო მისმა პარტიამ. ოპოზიციური ერთობა ნებისმიერ ფასად იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა