ეკა ბესელია - არავინ უნდა მოიძებნოს ისეთი, რომელიც აღმოჩნდება მაშველი რგოლი „ქართული ოცნებისთვის", ეს ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი პუნქტია

არავინ უნდა მოიძებნოს ისეთი, რომელიც აღმოჩნდება მაშველი რგოლი "ქართული ოცნებისთვის", ეს ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი პუნქტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, პარტიები იღებენ პასუხისმგებლობას, პარტიული სიის წევრებთან დაკავშირებით.

„როცა ყველა პარტიის ლიდერი ამბობს, რომ არ შევლენ პარლამენტში არც დე ფაქტოდ და არც დე იურედ, ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ უნდა მოიძებნოს ისეთი, რომელიც აღმოჩნდება მაშველი რგოლი „ქართული ოცნებისთვის". ეს ერთ-ერთი პუნქტია ერთობლივი განცხადების. რომ არ მოხდეს ის, რაც 2009 წელს მოხდა, მე და რამდენიმემ უარი რომ ვთქვით მანდატებზე და არ შევედით პარლამენტში, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ დეკლარირებულ პოლოტიკურ შეთანხმებას უნდა ჰქონდეს ისეთი ფასი, რომლის დარღვევაც საკუთარ ამომრჩეველთან ნიშნავს გამოუსწორებელ და ფატალურ შეცდომას“, - განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო