ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის დაპირისპირება წერტილოვანი ინციდენტი იყო - ოპოზიცია აბსოლუტურად კონსოლიდირებულია

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრის ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციაში არეულობა არ არის, ის კონსოლიდირებულია. მან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ინციდენტმა კონსოლიდირებულ გარემოში მცირედი დისონანსი შეიტანა.

„ოპოზიციაში არეულობა არ არის. ის ძალიან კონსოლიდირებულია. გუშინ სამწუხარო ინციდენტი იყო, ეს ბატონი გუბაზ სანიკიძის მოსაზრებაა, რომელმაც ჩემი აზრით, კონსოლიდირებულ გარემოში გარკვეული დისონანსი გამოიწვია. ეს წერტილოვანი ინციდენტი იყო. აბსოლუტურად კონსოლიდირებულია ოპოზიცია. ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები და ხმები იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი ვერ წარმოადგენს ხალხის ნებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, რასაც უამრავი ადამიანი ადასტურებს.

„ჩვენ გვაქვს არჩევნების სრულიად დამახინჯებული შედეგები, რაც ჩვენი მოსახლეობის ნებას არ ასახავს. არ შეიძლება ისეთი პარლამენტი იყოს ლეგიტიმური, რომელიც მოსახლეობის ნებას არ ასახავს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს არცერთი მათგანის არ ეშინია და დადგა, დრო რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო