დავით ბაქრაძე - არც ერთ დასკვნაში არ არის მთავარი შეფასება, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, აქცენტია, რომ  კონკურენტული იყო, კონკურენტული იყო ბელორუსის არჩევნებიც

არც ერთ დასკვნაში არ არის მთავარი შეფასება, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ძირითადი აქცენტია, იმაზე რომ იყო კონკურენტული. კონკურენტული იყო ბელორუსის არჩევნებიც,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პირველადი შეფასებები, რომელიც საერთაშრისო დამკვირვებლებმა გააკეთეს, დიდი ალბათობით დამძიმდება.

„რამდენადაც მე მოვასწარი წაკითხვა, არც ერთ დასკვნაში არ არის მთავარი შეფასება, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი, ყველა დასკვნაში ძირითადი აქცენტი არის იმაზე რომ იყო კონკურენტული. დიახ, კონკურენტული იყო, რადგან ოპოზიცია ფიზიკურად ვარსებობთ და ვიბრძოდით. კონკურენტული იყო ბელორუსის არჩევნებიც, მაგალითად, იმიტომ რომ კონკურენტები ჰყავდა ლუკაშენკოს, ამიტომ შეფასება, რომ იყო კონკურენტული, თავისთავად არაფერს ნიშნავს. მილოცვა ქართველი ხალხისთვის, რომ კოვიდის პირობებში გმირობა გამოიჩინეს და ხმები მისცეს და არჩევნებზე მივიდნენ, ეს ხელისუფლების პლუსი არ არის, ამიტომ მთავარი შეფასება ამ დოკუმენტებში, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, არ არის, ყველგან არის საუბარი ძალიან მძიმე პრობლემებზე და ეს შეფასებები კიდევ დამძიმდება, რადგან ჩვენ ძალიან ბევრ ფაქტს მივაწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და ის პირველადი შეფასება, რაც გაკეთდა, გაკეთდა ძალიან შეზღუდული ფორმატიდან გამომდინარე. იცით, რომ პანდემიის გამო ძალიან მცირე რაოდენობით დამკვირვებლები იყვნენ, ცოტა ხნით და შეღუდულ ლოკაციებზე, ამიტომ შეფასებები მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ კიდევ დამძიმდება, მაგრამ ამ სახითაც რომ დარჩეს, ვიმეორებ განცხადებაში და შეფასებაში მთავარია იყო თუ არა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი და არა ის, იყო თუ არა ის კონკურენტული. კონკურენტული რომ იყო იმიტომ გაყალბდა ზუსტად, რომ წაგების შეეშინდა „ოცნებას“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს