გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება „გონს მოუხმობს" და ნიკა მელიას არ დააკავებს

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება „გონს მოუხმობს" და ნიკა მელიას არ დააკავებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი ცდილობს, ამ გზით ოპოზიცია გატეხოს. თუმცა, ვაშაძის თქმით, ეს ფაქტი ოპოზიციას კიდევ უფრო გააერთიანებს.

„17:00 საათზე მეც ვიქნები სასამართლოში. შეშინებული „ოცნება" ახლა ფიქრობს, რომ თავდასხმაზე გადმოსვლით ვინმეს გაგვტეხს, პირიქით, ეს უფრო გაგვაერთიანებს,უფრო ერთიანები და ძლიერები ვიქნებით. იმედია, გონს მოუხმობენ და დღეს დაკავებაზე არ წავლენ", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა. პროცესი 17:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო