განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, 4-დან 25 ნოემბრამდე დიდ ქალაქებში სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადასვლა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს ეხება

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 4-დან 25 ნოემბრამდე დიდ ქალაქებში სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადასვლა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს ეხება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ეხება პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს და ეპიდსიტუაციის გამწვავების პრევენციას შეუწყობს ხელს.

„იცვლება სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი. 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, აჭარა, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა“,-აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს