ნინო ბურჯანაძე - არ მგონია, რომ რომელიმე  პარტიიდან გამოჩნდეს ისეთი პოლიტიკური კამიკაძე, თვითმკვლელი, რომელიც ამ ერთობის შემდეგ პარლამენტში შევა

ის სამაჯური, რომელიც ნიკა მელიამ გუშინწინ მოიხსნა, უკანონოდ ეკეთა, ის უკანონოდ იყო დასჯილი. ასე რომ, დაიხიეთ ახლა უკან, გეყოთ ამდენი ჭკუა, იმიტომ რომ თქვენ თუ ახლა ნიკა მელიას დაპატიმრებას შეეცდებით, ეს იქნება ცეცხლზე ნავთის დასხმა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ბურჯანაძე განმარტავს, ნიკა მელიას დაკავება ხელისუფლებისთვის უარესი იქნება.

„ პარლამენტმა მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური დევნა, რაც ნიკა მელიასთან მიმართებაში ხორციელდებოდა. ასე რომ, დაიხიეთ ახლა უკან, გეყოთ ამდენი ჭკუა, იმიტომ რომ კიდევ უფრო უარესი იქნება თქვენთვის, თქვენ თუ ახლა ნიკა მელიას დაპატიმრებას შეეცდებით, ეს იქნება ცეცხლზე ნავთის დასხმა. გეკითხებით, ყველას დაგვიჭერთ? თუ გგონიათ, რომ ძალიან შეგვაშინებთ, ცდებით, იმიტომ რომ თუ ყველას დაგვიჭერთ, ჩვენ უკან არის მეორე ხაზი, მესამე ხაზი, რაც მთავარია, ჩვენ უკან არის სიმართლე, ჩვენ ბეჭებს და მხრებს გვიმაგრებს სიმართლე, ქართველი ხალხი. თქვენ არ მოგცემთ იმის საშალებას, რომ არჩვენებმა აზრი დაკარგოს ქვეყანაში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საარჩევნოდ ოქმების დიდი ნაწილი წიანსწარ იყო შევსებული, თუ რომელ პარტიას, რა უნდა მიეღო, რომ ბალანსი დამჯდარიყო. მისივე განმარტებით, ოპოზიციამ უპრეცედენტო პოლიტიკური ერთობა გამოავლინა.

„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ქართული პოლიტიკა უპრეცედენტო ეტაპზე გადავიდა მიუხედავად იმ კრიტკისა, ქილიკისა, რომელიც ისმოდა, ზოგი შეიძლება სამართლიანი, მაგრამ ძირითადად უსამართლო, ოპოზიცის მიმართ. ოპოზიციამ აჩვენა საოცარი სიმწიფე და პასუხისმგებლობის გრძნობა ქვეყნის წინაშე. ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი, ამისთვის ალბათ, ივანიშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ, იმიტომ რომ უნდა მოგეხერხებიათ ბატონო ბიძინა ეს, რომ სრულიად ოპოზიცია, გამონაკლისის გარეშე, დამდგარიყო ერთად, უარი ეთქვა მანდატებზე და თქვენ დაეტოვებინეთ მარტო, როგორც ჩრდილოეთ კორეის პარლამენტში. ეს არის უპრეცედენტო პოლიტიკური ერთობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი პოლიტიკური აქტი, რაც დღეს გაფორმდა. ამან წერტილი დაუსვა დღევანდელი პარლამენტის ლეგიტიმაციის შესახებ მსჯელობასაც კი. დარწმუნებული ვარ, ამას მოყვება ძალიან სერიოზული რეაქცია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ეს იყო თაღლითობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ჩვენ გვსმენია, რომ მას ეს თაღლითობა სხვა დროს გამოუყენებია არაერთგზის ბიზნესში, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ იყო, მაგრამ როცა პოლიტიკაში თაღლითობა დაიწყო, თაღლითობა პოლიტიკაში მთავრდება ისე, როგორც დამთავრდება დღევანდელი დღე აბსოლუტური გამარჯვებით, ოპოზიციის და ქართველი ხალხის ერთობლივად... არ მგონია, ვინმე, რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან გამოჩნდეს ისეთი პოლიტიკური კამიკაძე, თვითმკვლელი, რომელიც ამ ერთობის შემდეგ პარლამენტში შევა, იმიტომ რომ ეს ერთი მხრივ, ივანიშვილს არაფერს არ უშველის და მეორე მხრივ, ეს იქნება პირდაპირ ჩახტომა პოლიტიკურ სამარეში და ასევე თავზე მიწის წაყრა, ასე რომ, ამას გამოვრიცხავ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა