თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია, მას აღარ აქვს ქართველი ხალხის ნდობა და ახლა ცდილობს, რაიმე მეთოდით მაინც დაადუმოს ოპოზიცია

ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია, მას აღარ აქვს ქართველი ხალხის ნდობა და ახლა ცდილობს, რაიმე მეთოდით მაინც დაადუმოს ოპოზიცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში აღარ არსებობს არც დამოუკიდებელი პროკურატურა და არც დამოუკიდებელი სასამართლო

„ეს არის ივანიშვილის აგონიური კონვულსიები. ის ძალიან კარგად ხვდება, რომ სრულიად მარტოა დარჩენილი. ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია, მას აღარ აქვს ქართველი ხალხის ნდობა და ახლა ცდილობს, რაიმე მეთოდით მაინც დაადუმოს ოპოზიცია. ეს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს ჩვენში ბრძოლის ჟინს. ვპირდებით, რომ იგივე სიმტკიცით, პოლიტიკური და მორალური სიცხადით, როგორიც გამოვამჟღავნეთ დღეს, აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში სამწუხაროდ, აღარ არსებობს არც დამოუკიდებელი პროკურატურა ან სხვა სამართალდამცავი უწყება, არც დამოუკიდებელი სასამართლო. ისინი ბიძინა ივანიშვილის საცეცები არიან, რომელსაც იყენებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ეს არის სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური შემთხვევა, როდესაც ყველაფერი მონოპოლიზებულია ერთი ადამიანის ხელში. ეს აუცილებლად დასრულდება",-განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, გენერალური პროკურატურა სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, უწყება ასევე მოითხოვს, მელიას საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა დაუწესდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო