გიორგი გახარია - საქართველო მკაცრად გმობს ვენაში განხორციელებულ საზარელ ტერორისტულ აქტს

საქართველო მკაცრად გმობს ვენაში განხორციელებულ საზარელ ტერორისტულ აქტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე თქმით, საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ავსტრიისა და მთელი მსოფლიოს გვერდით დგას.

„საქართველო მკაცრად გმობს ვენაში განხორციელებულ საზარელ ტერორისტულ აქტს. სამძიმარს ვუცხადებთ ამ საშინელი თავდასხმის დროს დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ავსტრიელებისა და მთელი მსოფლიოს გვერდით ვდგავართ,“-წერს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ოთხი ადამიანი – ორი ქალი და ორი მამაკაცი. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა დღეს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომხდარი თავდასხმა სულ მცირე ერთმა ისლამისტმა ტერორისტმა განახორციელა. მისივე თქმით, პოლიციამ მძიმედ შეიარაღებული თავდამსხმელის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე იყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს